
ლიტ-კონტროლი ლიტურა pH ბალანსი
საკვები დანამატი, რომელიც:
• აფერხებს კალციუმის კრისტალიზაციის პროცესს
• ხელს უწყობს ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობისა და შარდის pH ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნებას
რითაც:
•უზრუნველყოფს თირკმლის კენჭების წარმოქმნის თავიდან აცილებას
•აფერხებს კენჭების ზრდას, როდესაც ისინი უკვე არსებობენ

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები უზრუნველყოფენ

შარდ-კენჭოვანი დაავადების ეფექტურ და უსაფრთხო მკურნალობასა და პროფილაქტიკას:
• ფიტინი (ინოზიტოლის ჰექსაფოსფატი) ხელს უშლის კალციუმის კენჭების წარმოქმნასა და ზრდას, შარდის pH-ის შეცვლის გარეშე.
• მაგნიუმი სინერგულად მოქმედებს ფიტატთან და აფერხებს კალციუმის ნაერთების დაგროვებას თირკმელებში.
• პოლიფენოლები, როგორც ანტიოქსიდანტები, ზღუდავენ ოქსიდაციურ სტრესს – კენჭების წარმოქმნის ერთ-ერთ მიზეზს.


გლუტენის გარეშე

ვეგანური

მარილის დაბალი შემცველობა
ხშირად დასმული კითხზვები
რა არის შარდის pH?
შარდის pH არის შარდის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მაჩვენებელი და გვაწვდის ინფორმაციას ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ. მისი მნიშვნელობა შეიძლება მერყეობდეს 4.5-დან 8-მდე.
შარდის pH-ის ნორმალური, ბალანსირებული დიაპაზონი მერყეობს 5,5-დან 6.2 -მდე, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმი ახერხებს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას.
შარდის pH-ის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა კი ქმნის კენჭების ფორმირებისთვის ხელსაყრელ გარემოს.
თუ pH 4.5-დან 6-მდეა, ეს ნიშნავს, რომ შარდში მჟავე გარემო ყალიბდება, რაც ხშირად დაკავშირებულია დიდი რაოდენობით ცილის, ცხოველური საკვების და მჟავე პროდუქტების მიღებასთან.
ხოლო თუ pH 7-ს უახლოვდება ან 7-ზე მაღალია, ეს უკვე ნიშნავს, რომ შარდში ყალიბდება ტუტე გარემო, რაც ხშირად დაკავშირებულია კვებაში ბევრი ბოსტნეულის, ხილისა და თხილეულის დომინირებასთან.
შარდის pH-ზე შეიძლება შეიცვალოს ზოგიერთი მედიკამენტის, მეტაბოლური დარღვევების, დიეტის დროს. დიდი მნიშვნელობა აქვს საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებას, რადგან წყლის საშუალებით შარდი ნაკლებად კონცენტრირებული ხდება.
შარდის pH-ის მოდულაცია არის ფუნდამენტური სტრატეგია კენჭების პრევენციისთვის და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
რა გავლენა აქვს ლიტ-კონროლ pH ბალანსს შარდის pH-ზე?
ლიტ-კონროლი pH ბალანსი ხელს უწყობს შარდის pH-ის მოდულირებას, რითაც კენჭების წარმოქმნისა და ზრდის მნიშვნელოვან პრევენციას უზრუნველყოფს.
როდისაა რეკომენდებული პროდუქტის გამოყენება?
თირკმელებში კალციუმის ოქსალატური კენჭების შემთხვევაში, პროდუქტი ამცირებს მათი შემდგომი ზრდის რისკს.
ცნობილია, რომ კენჭების 80%-ზე მეტი კალციუმის ოქსლატური შემადგენლობისაა და ხილვადია რენტგენით გამოკვლევის დროს, სხვა ტიპის კენჭები კი კვლევის დროს არ ისახება. ოქსალატური კენჭების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია მკურნალობის დაწყება შარდის pH-ის გაკონტროლების გარეშე, რადგან აღნიშნული კენჭები ყალიბდება შარდის ნორმალური pH-ის პირობებში. ლიტ-კონტროლი pH ბალანსი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აფერხებს კრისტალიზაციის პროცესს და ამით ხელს უშლის ოქსალატური კენჭების ფორმირებას.
- ლითოტრიპსიის (კენჭების დაშლა ულტრაბგერის მეშვეობით) შემდგომ პერიოდში, ლიტ-კონროლი pH ბალანსი ამცირებს ახალი კენჭების ფორმირების რისკს.
- ამავდროულად, ლიტ-კონტროლი pH ბალანსი ამცირებს კენჭების წარმოქმნის ალბათობას, მათი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, რაშიც იგულისხმება: ცხელი კლიმატი და ოფლიანობა, სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება და დეჰიდრატაცია, მეტაბოლური სინდრომი და დიაბეტი, ცილოვანი და ოქსალატების შემცველი საკვების გადაჭარბებული მიღება და ა.შ.
არის თუ არა ლიტ-კონროლი pH ბალანსი უსაფრთხო?
ლიტ-კონტროლი pH ბალანსი არის უსაფრთხო პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებისთვის და ხელს უშლის კალციუმისა და შერეული ტიპის კენჭების წარმოქმნას.
რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გამოვიყენო ლიტ-კონტროლი pH ბალანსი ?
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ექიმის რეკომენდაციაზე.
აქვს თუ არა ლიტ-კონროლ pH ბალანსს გვერდითი ეფექტები ან ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან?
პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტები მზადდება მცენარეული ექსტრაქტებისა და ბუნებრივი არაცხოველური კომპონენტებისგან.
პრეპარატი არ შეიცავს ლაქტოზას.
გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი.სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ დაფიქსირებუ
რევიუბი წყარო Devicare
რასაც პაციენტები ამბობენ
”მე მას ვიყენებ თირკმლის ქვების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.”
Sarah Doe
★★★★★
„ორი თვეა ვიღებ, ქირურგმა მირჩია. 38 წლის ვიყავი 3 ოპერაცია და მას შემდეგ რაც ვიღებდი აღარ მქონია კრუნჩხვები და შეშუპება და რაც შეეხება ეფექტს უფრო ხშირად და უკეთ ვშარავ. ქვები ამოვიღე ლითოტრიფსიით, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, აღარ ყალიბდებიან“.
იოჰან
★★★★★
”მიდრეკილი ვარ თირკმელებში კენჭებისკენ და ეს კაფსულები მეხმარება მოვლაში და დიდი რაოდენობით სითხის მიღებასთან ერთად, უროლოგთან მისვლა აღარ დამჭირვებია.”
ნურია
★★★★★


